ქართული სპორტი
923 წუთი წასაკითხად
5 ივლ. 2023
ისტორიული შესაძლებლობის ღირსეული გამოყენება - საქართველოს ნაკრების გზა U21-ის ჩემპიონატზე
საქართველოში აქამდე არასდროს გამართულა ისეთი პრესტიჟული სპორტული ტურნირი, როგორიც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატია ფეხბურთში. ისტორიაში პირველად ვართ ამ დონის ტურნირის თანამასპინძლები და სწორედ მასპინძლის სტატუსის გამო საქართველოს U21 ნაკრები ისტორიაში პირველად მოხვდა ფინალურ ეტაპზეც. უნიკალური შესაძლებლობა მივიღეთ და ლამის ყველასთვის მოულოდნელი წარმატებით გამოვიყენეთ კიდეც ეს შანსი. რამაზ სვანაძის გუნდი ძალიან რთულ და კონკურენტულ ჯგუფში მოხვდა –
3 წუთი წასაკითხად
3 ივლ. 2023
ყველაფერი წინ არის - ისტორიული ტურნირის დასასრული
საქართველოს U21 ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეოთხედფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა. ჩვენ ამ მნიშვნელოვანი ტურნირის თანამასპინძლები ვართ და სწორედ მასპინძლის სტატუსის გამო გვერგო მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. ეს ისტორიული შესაძლებლობა დებიუტანტებმა შესაბამისად გამოვიყენეთ და ძალიან ძლიერი ჯგუფიდან (პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია) პირველი ადგილით გავედით, მერე კი ისრაელის ნაკრებს გადავეყარეთ და 120-წუთიანი ბრძოლის შემდეგ პენალტების სერიაში დავმარცხდით.
2 წუთი წასაკითხად
28 ივნ. 2023
ისტორიაში პირველად საქართველო ევრო U21-ის მეოთხედფინალშია
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის თანამასპინძელმა, საქართველოს U21 ნაკრებმა ურთულეს ჯგუფში მოახერხა პირველი ადგილის დაკავება. პორტუგალიასთან, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველო 5 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა! ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში რამაზ სვანაძის გუნდი წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა და ბოლო წამამდე დაძაბული შეხვედრა საბოლოოდ ფრედ — 1-1 დასრულდა. ჯგუფის პარალელურ მატჩში პორტუგალიის
2 წუთი წასაკითხად
25 ივნ. 2023
მეორე ტაიმზე შემოტრიალებული მატჩი - საქართველო V ბელგია
საქართველოს U21 ნაკრებმა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ქულა მოიპოვა. ტურნირის თანამასპინძლებმა ცუდი პირველი ტაიმისა და ორი გაშვებული გოლის შემდეგ მოახერხეს და მეორე ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს. საქართველო V ბელგია 2-2 ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩისგან განსხვავებით, რამაზ სვანაძემ ძირითად შემადგენლობაში 4 ცვლილება გააკეთა და ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებულ 4
2 წუთი წასაკითხად
22 ივნ. 2023
ისტორიული ტურნირი საქართველოს ისტორიული გამარჯვებით დაიწყო
2023 წლის 21 ივნისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში რამდენიმე მიზეზით ჩაეწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე: საქართველოში სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა – ჩვენ პირველად ვმასპინძლობთ ამ რანგის ტურნირს და პირველადვე ვიღებთ მონაწილეობას. ამ დღესვე შედგა პირველი შეხვედრა პორტუგალიის U21 ნაკრების წინააღმდეგ და მოვიპოვეთ პირველი გამარჯვებაც! ეს ერთმნიშვნელოვნად ისტორიული გამარჯვებაა, თუმცა არა შემთხვევით მოსული, არამედ სრულიად
4 წუთი წასაკითხად
21 ივნ. 2023
ოცდასამი ვარსკვლავი – საქართველოს ნაკრები U21-ის ჩემპიონატისთვის
მოახლოვდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი და საქართველოს U21 ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გამოაცხადა ის საბოლოო 23 ფეხბურთელი, რომელიც ამ ისტორიულ ტურნირზე იასპარეზებს. ტურნირი ისტორიულია რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით: ერთი ის, რომ პირველად ვიღებთ მონაწილეობას ამ დონის ჩემპიონატში და ამასთანავე, პირველად ვართ მასპინძლებიც. ვიცით, რომ რთული ჯგუფი შეგვხვდა, სამი ევროპული საფეხბურთო გრანდი (პორტუგალია; ბელგია; ნიდერლანდები) და რთული
4 წუთი წასაკითხად
14 ივნ. 2023
რამაზ სვანაძე – თამაშის სტილი და გუნდის ფილოსოფია
2023 წლის ივნისის თვეში საქართველოსა და რუმინეთში U21 ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. შესაბამისად, განსაკუთრებულად ემზადება მასპინძელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ჯგუფში საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე მოხვდა. ჩვენი ნაკრების მეტოქეები პორტუგალია, ბელგია და ნიდერლანდები იქნებიან. ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2021 წლის თებერვლიდან რამაზ სვანიძეა. 2-წლიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის გახსენება შეიძლება, განსაკუთრებით 7-მატჩიანი წაუგებელი სერია (6