ქართული სპორტი
924 წუთი წასაკითხად
27 აგვ. 2023
იმედისმომცემი სტარტი მსოფლიო ჩემპიონატზე
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო თამაში ჩაატარა, რომელშიც კაბო ვერდეს ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (85-60). ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კაბო ვერდე ზედმეტად სუსტად გამოიყურებოდა და რთული სათქმელია აღნიშნული მატჩი დასკვნების გამოსატანად რამდენად გამოდგება. მთლიანობაში, გაგვიმართლა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მეტოქე
2 წუთი წასაკითხად
26 აგვ. 2023
როგორ შეიქმნა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა
26 აგვისტოდან საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თავის ისტორიულ, პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე იწყებს ასპარეზობას. ასწლოვანი ისტორიის მქონე ქართულ კალათბურთს რა არ უნახავს მსოფლიო ჩემპიონების ჩათვლით, მაგრამ ქართული დროშა მსოფლიოს საუკეთესოთა რიგებში საუკუნოვანი ლოდინის შემდეგ პირველად აღიმართება. ეროვნული ნაკრების გავლილი ეს გრძელი გზა, B დივიზიონიდან მსოფლიო ჩემპიონატამდე, ოფლის, შრომის, ტკივილის, წარმატებისა და იმედგაცრუების დეკადებით იყო სავსე. თუმცა, 2023
4 წუთი წასაკითხად
18 აგვ. 2023
კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის წინ – იმედები და მოლოდინები
2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და გაგრძელდება 10 სექტემბრის ჩათვლით – ერთდროულად სამი ქვეყანა, ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნება მასპინძელი. ჩემპიონატში მონაწილე 32 რჩეული ნაკრები გადანაწილდა რვა 4-გუნდიან ჯგუფში, ჩვენი ნაკრები მოხვდა F ჯგუფში, რომელიც იაპონიის ქალაქ ოკინავაში [Okinawa Arena] გამართავს შეხვედრებს. ვიცით, რომ ჯგუფის მხოლოდ ორი საუკეთესო ნაკრები შეძლებს შემდეგ ეტაპზე
2 წუთი წასაკითხად
17 აგვ. 2023
12 ქართველი კალათბურთელი პირველობისთვის - მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბევრი მოთამაშე გამოიცადა, ბევრი დებიუტანტი თუ გამოცდილი კალათბურთელი გატესტა ილიას ზუროსმა, საბოლოოდ კი შეირჩა 12 რჩეული ქართველი სპორტსმენი, რომელთა ვინაობაც 16 აგვისტოს გახდა ცნობილი: თორნიკე შენგელია; გიორგი შერმადინი; გიორგი ცინცაძე; რატი ანდრონიკაშვილი; დუდა სანაძე; გოგა ბითაძე; მიხეილ ბერიშვილი; სანდრო მამუკელაშვილი; კახაბერ ჯინჭარაძე; ლუკა ლიკლიკაძე; გიორგი ტურძილაძე; თად მაკფადენი. იყო მოლოდინი, რომ ლევან
7 წუთი წასაკითხად
15 აგვ. 2023
2 წუთი წასაკითხად
10 აგვ. 2023
ქართული ფინალი და 6 მედალი - ქართველი ჯუდოკების შედეგები ბუდაპეშტის მასტერსზე
უნგრეთში 4 აგვისტოდან 6 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჯუდოში- ბუდაპეშტის მასტერსი. ტურნირში 22 ქვეყნის ჯუდოკები იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრებაში ჩართულნი მხოლოდ რეიტინგის მოწინავე სპორტსმენები იყვნენ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართველი ჯუდოკებიც: 12 კაცი და 2 ქალი. როგორც ამ მნიშვნელოვან ტურნირში, ისე ზოგადად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია. უნდა ითქვას,
2 წუთი წასაკითხად
31 ივლ. 2023
3 წუთი წასაკითხად
28 ივლ. 2023
3 წუთი წასაკითხად
28 ივლ. 2023
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უკვე 4 მედალი მოიპოვა – მარიბორი 2023
სლოვენიის ქალაქ მარიბორში 23 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. „მარიბორი 2023“ რიგით XVII ფესტივალია და მასში მონაწილეობას კონტინენტის 48 ქვეყნიდან ჩასული 14-დან 18 წლამდე სპორტსმენები (სულ 2419) იღებენ. ეს სწორედ ის სპორტული ღონისძიებაა, 2015 წელს საქართველოში, თბილისში რომ გაიმართა. მარიბორში ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენებიც ჩავიდნენ – 31 თინეიჯერი ცხრა სპორტულ სახეობაში იასპარეზებს: ჯუდო, მძლეოსნობა,
2 წუთი წასაკითხად
12 ივლ. 2023
მეათედ მოპოვებული ოლიმპიადის საგზური - ნინო სალუქვაძის რეკორდული მაჩვენებელი
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა ქართველმა სპორტსმენმა, ნინო სალუქვაძემ – ეს იქნება 1988 წლიდან ზედიზედ მეათე ოლიმპიური ლიცენზია ლეგენდარული ქართველი ტყვიის მსროლელისთვის. აქამდე ნინოს 9 სხვადასხვა ქალაქში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მიუღია მონაწილეობა; ეს შედეგი (9 ლიცენზია) უკვე იყო ქალ მონაწილეებს შორის რეკორდული. ერთადერთი კანადელი ცხენოსანი კაცი, იან მილერი
1 წუთი წასაკითხად
12 ივლ. 2023
გამოხატე შენი გულშემატკივრობა - საქართველოს ბანკმა ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი ციფრული ბარათები გამოუშვა
საქართველოში გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩს (საქართველო U21 V ისრაელი U21) ამ ტურნირის ისტორიაში სტადიონზე რეკორდული რაოდენობის გულშემატკივარი დაესწრო – 44 338 ადამიანი! წარმოიდგინეთ, ეს ტურნირი არსებული ფორმატით 1978 წლიდან იმართება, მოვლილი აქვს ლამის ყველა საფეხბურთო ქვეყანა ევროპის კონტინენტზე, მაგრამ მხოლოდ ჩვენ მოვახერხეთ და დავამყარეთ ეს რეკორდი. მეტიც, საუკეთესო მეორე და მესამე შედეგიც ამავე
4 წუთი წასაკითხად
7 ივლ. 2023
საქართველოს ნაკრების შედეგები U21 ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს U21 ნაკრების ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ტურნირის თანამასპინძლის სტატუსის გამო მოპოვებული ფინალური ეტაპის საგზური მაქსიმალურად გამოვიყენეთ და დავარწმუნეთ ყველა (პირველ რიგში, საკუთარი გულშემატკივრები), რომ ქართული ფეხბურთის მომავალი ნათელია. რამაზ სვანაძის გუნდი უძლიერეს ჯგუფში მოხვდა: პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია და ჩვენ – თავიდანვე სიკვდილის ჯგუფად შეირაცხა. მოვახერხეთ და პირველი ადგილით გავედით მომდევნო ეტაპზე,