Logo
ბლოგი

ტექნოლოგიები

50
Time icon

3 წუთი წასაკითხად

1 დეკ. 2023

რატომ არის ელექტრომობილებში ინვესტირება იმედისმომცემი

ბაზარზე პირველი Tesla Model S-ის გამოჩენიდან დაახლოებით 10 წელიწადია გასული, ამ პერიოდის განმავლობაში კი ავტომობილების წარმოების ინდუსტრია ფაქტობრივად თავდაყირა დადგა. 2012 წელს მსოფლიოს მასშტაბით 100,000-მდე ელექტრომობილი გადაადგილდებოდა, ამჟამად კი მათი რაოდენობა 40 მილიონს აღწევს, რაც თვალისმომჭრელი ზრდის მაჩვენებელია. საინტერესოა, რომ ანალიტიკოსები მომდევნო 10 წლის განმავლობაში ელექტრომობილების ბაზრის ზრდას წლიურად საშუალოდ 25%-ით პროგნოზირებენ. თავად ამ ფაქტს

Time icon

2 წუთი წასაკითხად

1 დეკ. 2023

რატომ უნდა დაფიქრდე საბანკო-საფინანსო სექტორში ინვესტირებაზე

ცხოვრებაში, ალბათ, ერთხელ მაინც გსმენიათ გამოთქმა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესი ბანკია. მართალია, ეს ზედმეტად გადაჭარბებული შეფასებაა, თუმცა ამ დებულებაში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი. გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში ბანკები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ. მათი დანიშნულება დოვლათის შექმნის ხელშეწყობაა, გამდიდრებისაკენ სწრაფვა კი ადამიანის ფუნდამენტური მიზანია, რომელიც მომდევნო საუკუნეების განმავლობაშიც უცვლელად დარჩება. გამართული ბანკი ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ

Time icon

3 წუთი წასაკითხად

27 ნოე. 2023

რატომ არის AI ინდუსტრიაში ინვესტირება პერსპექტიული

2023 წელს Collins-ის ლექსიკონმა წლის ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვად AI, ანუ ხელოვნური ინტელექტი დაასახელა, რაც მორიგი დასტურია იმისა, რომ წელს კაცობრიობამ ამ რევოლუციური ტექნოლოგიის რეალური შესაძლებლობები საკუთარი თვალით პირველად იხილა. დღეისათვის ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე არაერთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია მუშაობს, მათ შორისაა: Microsoft, Google, Meta და Tesla. ყოველი მათგანი ხელოვნურ ინტელექტს პრიორიტეტულ მიმართულებად ასახელებს და მის განვითარებაზე

Time icon

2 წუთი წასაკითხად

1 ნოე. 2023

რატომ უნდა განახორციელო ინვესტიცია სპორტის ინდუსტრიაში

მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სპორტი გართობისა და დასვენების საყვარელ საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიმართაც გულშემატკივრები განსაკუთრებით ძლიერ სენტიმენტებს განიცდიან. ამ მოცემულობის ფონზე, სპორტის ინდუსტრია წლიდან წლამდე მდგრადად იზრდება და მისი საბაზრო შეფასება უკვე $1 ტრილიონს უახლოვდება. ამასთან, წლიური საშუალო ზრდის მაჩვენებელი 5-6%-ს შეადგენს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სპორტი არა მარტო ცხოვრების გასაჯანსაღებლად და გასართობად, არამედ საინვესტიციოდაც გამოსადეგია.

Time icon

4 წუთი წასაკითხად

1 ნოე. 2023

რატომ უნდა განახორციელო ინვესტიცია ფილმების ინდუსტრიაში

ფილმებს, სერიალებსა და შოუებს დღეს თითქმის ყველა უყურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სახის პროდუქტზე მსოფლიოს მასშტაბით ყოველთვის დიდი მოთხოვნაა. უფრო მეტიც, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად იზრდება მაყურებლების რაოდენობა, რაც გლობალურად ელექტრონული მოწყობილობების გავრცელებით და არჩევანის მრავალფეროვნებითაა განპირობებული. კინოინდუსტრიის საერთო შეფასება 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს და პროგნოზირებულია, რომ ეს მაჩვენებელი მომდევნო ათი წლის განმავლობაში

Time icon

3 წუთი წასაკითხად

27 ოქტ. 2023

რატომ არის მოდის ინდუსტრიაში ინვესტირება მიმზიდველი

მოდის ინდუსტრია მუდამ მზარდი და ცვალებადი ეკონომიკური სექტორია, რომლის საბაზრო შეფასება 2.5 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. გლობალურად მოდის სექტორის გამომუშავება წლიურად საშუალოდ 5-7%-ით იზრდება, რაც ამ სექტორს საინვესტიციოდ განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის. მოდის ინდუსტრიაში ინვესტიციის განხორციელების არაერთი გზა არსებობს, მათ შორის ყველაზე მარტივი და პირდაპირი სასურველი კომპანიების აქციების შეძენის სტრატეგიაა. საქართველოს ბანკის მობილურ აპლიკაციაში მარტივად შეგიძლიათ Ralph

Time icon

2 წუთი წასაკითხად

18 ოქტ. 2023

რატომ უნდა იყიდო ტექნოლოგიური კომპანიების აქციები

ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ გრძელ ვადაში ტექნოლოგიურ კომპანიებს გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ საფონდო ბირჟაზე, ვიდრე სხვა სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს. ეს იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ ტექნოლოგიური კომპანიები ფაქტობრივად გლობალურ ბაზარზე ოპერირებენ. მაგალითად, Google-ის, Microsoft-ისა და Meta-ს სერვისებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით მომხმარებელი სარგებლობს, სწორედ ამიტომ ამ კომპანიებს ზრდის და განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვთ. თანაც

Time icon

1 წუთი წასაკითხად

22 სექ. 2023

საქართველოს ბანკის მობილბანკში 2023 წლის ბოლომდე საინვესტიციო ანგარიშით სარგებლობა სრულიად უფასოდ შეგიძლიათ

ინვესტირება ქონების დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა. საქართველოს ბანკი კი აქტიურად ცდილობს მომხმარებლებისთვის საფონდო ბირჟაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კამპანია, რომელიც საქართველოს ბანკმა 8 სექტემბერს დაიწყო. აქციის ფარგლებში, 31 დეკემბრამდე შესაძლებლობა გაქვთ სრულიად უფასოდ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საინვესტიციო მოდულით. ამ პერიოდის განმავლობაში არ მოგიწევთ არც ვაჭრობის საკომისიოს და არც საინვესტიციო ანგარიშის

Time icon

2 წუთი წასაკითხად

2 აგვ. 2023

რატომ უნდა გახსნა საინვესტიციო ანგარიში მობილბანკში

ინვესტირება ქონების დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა. წლების განმავლობაში, ფასიანი ქაღალდების ბაზარი მხოლოდ უმდიდრესი მოქალაქეებისთვის იყო ხელმისაწვდომი. საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის პრივილეგიით სარგებლობისათვის საინვესტიციო ბანკში ან საბროკერო ფირმაში ანგარიშის გახსნა და საკმაოდ რთული პროცედურის გავლა იყო საჭირო. ტექნოლოგიურმა პროგრესმა ინვესტირების დემოკრატიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, ახლა უკვე ამ პრივილეგიით სარგებლობისათვის უოლ-სტრიტზე ვიზიტის დაგეგმვა აღარაა საჭირო. „საქართველოს ბანკში“

Time icon

3 წუთი წასაკითხად

1 აგვ. 2023

როგორ უნდა დავგეგმოთ ფინანსური მომავალი სწორად

ცხოვრებაში ფინანსური წარმატების მიღწევა საკმაოდ რთულია, თუმცა გონივრული სტრატეგიის შემუშავების და გეგმის ზედმიწევნით მიყოლის შემთხვევაში, ყველაფერი შესაძლებელია. თუკი ექსპერტებს დავუჯერებთ, ფინანსური წარმატების მიღწევის არაერთი სტრატეგია არსებობს და ყოველი მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია. ზოგი ადამიანი მეწარმეობისთვისაა დაბადებული, ზოგიც წარმატებას თავისი პროფესიონალიზმით, ხელობით ან შემოქმედებით აღწევს. მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი არჩევანისა, მაინც არსებობს ერთი უნივერსალური მეთოდი, რომელსაც სიმდიდრის შექმნა

შეიძლება დაგაინტერესოს