Logo
ბლოგი

ტექნოლოგიები

50
Time icon

2 წუთი წასაკითხად

26 აპრ. 2024

როგორ დავიწყე ინვესტირება — გაგა დარსალია

ხანდახან ინვესტირების დაწყება ტექნიკურად რთული პროცესი ან კიდევ კაპიტალის დაბანდების მეტისმეტად შორეული და ბუნდოვანი გზა ჰგონიათ. თუმცა პრაქტიკული გამოცდილებები სრულიად საპირისპიროს მოწმობს. ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო „რედბერის“ დამფუძნებელი და სხვადასხვა უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორი, გაგა დარსალია ქვემოთ გვიამბობს, როგორ დაიწყო ინვესტირება და რა ცოდნა დააგროვა დროთა განმავლობაში: დასაწყისი ინვესტირება გრძელვადიანი დანაზოგის შექმნის მიზნით დავიწყე. ვფიქრობ, აქციებში ინვესტირება

Time icon

3 წუთი წასაკითხად

13 მარ. 2024

რატომ დავიწყე ინვესტირება - აკო ახალაია

უკვე დიდი ხანია, რაც აწმყოში ფინანსების ინვესტიციებში დაბანდება მომავალში სარგებლის მიღების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან გზად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტირება უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის იქცა წესად, სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო კიდევ ბევრია ისეთი, ვისაც ინვესტირების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია არ აქვს და მაგალითად, ჰგონია, რომ ეს მხოლოდ განსაკუთრებულად მდიდრების პრივილეგიაა, არადა საქართველოს ბანკის მობილბანკში უმარტივესად, სასურველი

Time icon

3 წუთი წასაკითხად

31 იან. 2024

რატომ უნდა განახორციელო ინვესტიცია ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაში

დიდი ხანია, რაც ვაჭრობაზე გლობალური ეკონომიკის უდიდესი ნაწილი მოდის. ამ სექტორში კი საუკუნეების განმავლობაში ფუნდამენტურად არაფერი იცვლებოდა, თუმცა ბაზარზე ელექტრონული კომერციის პლატფორმების გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. Amazon-მა და Alibaba-მ მსოფლიოს დაანახეს, რომ სასურველი ნივთების შესაძენად ფიზიკურ მაღაზიებში მისვლა, რიგებში დგომა და ჰიპერმარკეტების უსასრულო სექციებში საათების კარგვა არ იყო საჭირო. ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტად

Time icon

2 წუთი წასაკითხად

31 იან. 2024

რატომ უნდა განახორციელო ინვესტიცია ავიაწარმოების ინდუსტრიაში

თანამედროვე სამყაროს წარმოდგენა ავიაინდუსტრიის გარეშე თითქმის შეუძლებელია. ტურიზმით დაწყებული, საჰაერო გადაზიდვებითა თუ საქმიანი ვიზიტებით დამთავრებული, ყოველივე ეს აეროპორტების, ავიახაზებისა და ავიამწარმოებლების გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული. მართალია, ამ ინდუსტრიაში არაერთი რგოლია ჩართული, თუმცა არცერთს არ აქვს ისეთი კრიტიკული მნიშვნელობა, როგორიც თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანიებს. ამ მიმართულებით ბაზარზე ფაქტობრივ მონოპოლიასთან გვაქვს საქმე, რაც ორ გიგანტს, ამერიკულ Boeing-სა და ევროპულ

Time icon

2 წუთი წასაკითხად

31 იან. 2024

რატომ უნდა განახორციელო ინვესტიცია სარესტორნო ინდუსტრიაში

რესტორნის ფლობაზე მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანი ოცნებობს, თუმცა ეს განსაკუთრებით რთული და ძვირად შესანახი ბიზნესია, რაც მის ოპერირებას ართულებს და ამ ოცნებას არარეალისტურად აქცევს. საბედნიეროდ, აწ უკვე არსებულ და წარმატებულ სარესტორნო ბიზნესში ინვესტირება იმაზე გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე საკუთარი რესტორნის გახსნა და უდიდეს რისკზე წასვლა. საქმე ისაა, რომ მსხვილი სარესტორნო ბიზნესები უკვე გასცდნენ კერძო კომპანიის

Time icon

3 წუთი წასაკითხად

31 იან. 2024

რატომ უნდა განახორციელო ინვესტიცია სოციალურ მედიაში

სოციალური მედია XXI საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინოვაციაა, რომელმაც საზოგადოების ქცევა და საუკუნეების განმავლობაში არსებული სტანდარტები შეცვალა. სოციალურმა ქსელებმა ჩვეულებრივ მოქალაქეებს თავის წარმოჩენის არნახული შესაძლებლობები მისცეს, ზოგიერთისთვის კი სოციალური მედია ძირითად შემოსავლის წყაროდ და პროფესიად იქცა. უკვე დიდი ხანია, რაც ამ ტექნოლოგიური რევოლუციის სათავეში ამერიკელი მეწარმე მარკ ცუკერბერგი დგას, რომელმაც საზოგადოებას Facebook-ი გააცნო. მართალია, Facebook-ის შექმნიდან

Time icon

2 წუთი წასაკითხად

22 დეკ. 2023

რატომ უნდა განახორციელო ინვესტიცია მედია ინდუსტრიაში

ინფორმაციის მისაღებად, გასართობად, ფილმების საყურებლად და უბრალოდ დროის გასაყვანად ადამიანები ყველაზე ხშირად მედია საშუალებებს, მათ შორის, ტელევიზიებს, თემატურ არხებსა და სტრიმინგ სერვისებს მიმართავენ. ამჟამად მედია ინდუსტრიის კაპიტალიზაცია $5 ტრილიონს აღწევს, თუმცა პროგნოზირებულია, რომ 2030 წლამდე ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად გაორმაგდება, რაც მსოფლიოს მასშტაბით მაღალი ხარისხის ინტერნეტის გავრცელებით და ელექტრონული მოწყობილობების ხელმისაწვდომობის გაზრდით იქნება განპირობებული. რაც უფრო

Time icon

2 წუთი წასაკითხად

22 დეკ. 2023

რატომ უნდა განახორციელო ინვესტიცია სადაზღვევო სექტორში

რისკებისგან დაზღვევისა და გაუთვალისწინებელ სიტუაციებში დახმარების გაწევის გარდა, სადაზღვევო კომპანიებს კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, რომ მთავარი დანიშნულება აქვთ, ეს შემოსავლების მიღება და ინვესტორებისათვის მოგების განაწილებაა. თუკი სადაზღვევო სექტორს ისე შევხედავთ, როგორც ბიზნესს, მაშინ დავინახავთ, რომ ამ საქმიანობით დაკავებულ კომპანიებს არაერთი უპირატესობა აქვთ, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი სტაბილურობაა. საქმე ისაა, რომ სადაზღვევო კომპანიების საქმიანობა მთლიანად დგას

Time icon

2 წუთი წასაკითხად

22 დეკ. 2023

რატომ უნდა განახორციელო ინვესტიცია სასტუმროების სექტორში

გლობალური ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება ტურისტული ვიზიტების რაოდენობა. UNWTO-ს ინფორმაციით, საზღვარგარეთ ყოველწლიურად საშუალოდ 1.5 მილიარდი ადამიანი მოგზაურობს, ადგილობრივი ვიზიტების ჩათვლით კი ეს მაჩვენებელი თითქმის 3 მილიარდს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ დასვენებისთვის მოქალაქეები ყველაზე ხშირად ტურისტულ აქტივობებს მიმართავენ. ანალიტიკოსების პროგნოზით, მომდევნო წლების განმავლობაში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 2 მილიარდს მიაღწევს, ადგილობრივი ვიზიტების ჩათვლით

Time icon

2 წუთი წასაკითხად

22 დეკ. 2023

რატომ უნდა განახორციელო ინვესტიცია ნახევარგამტარების ინდუსტრიაში

ნახევარგამტარებისა და კომპიუტერული ჩიპების წარმოების ინდუსტრია ზრდის განსაკუთრებით მაღალი ტემპით გამოირჩევა. ანალიტიკოსების პროგნოზით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ინდუსტრიის შეფასება დაახლოებით 200%-ით მოიმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სექტორში წარმოდგენილი კომპანიები უფრო მეტი შემოსავლის მიღებას შეძლებენ, რაც მათი აქციების ღირებულებაზე პოზიტიურად აისახება. ზრდის ტენდენციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი მსოფლიოს მასშტაბით ელექტრონულ მოწყობილობებზე

Time icon

3 წუთი წასაკითხად

1 დეკ. 2023

რატომ შეიძლება იყოს სამედიცინო-ფარმაცევტულ სექტორში ინვესტირება მომგებიანი

მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, გაეროს პროგნოზით, 2030 წლისთვის პლანეტაზე მცხოვრებთა რაოდენობა 8.5 მილიარდს გადააჭარბებს. რაოდენობის ზრდის პარალელურად, იმატებს მოსახლეობის საშუალო ასაკიც და ხანდაზმულთა რაოდენობა, რაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებით და მედიცინის განვითარებითაა განპირობებული. მოსახლეობის რაოდენობისა და მათი საშუალო ასაკის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით მედიკამენტებზე, სამედიცინო სერვისებზე, ვაქცინებსა და პრეპარატებზე მოთხოვნა გაიზრდება, რადგან

შეიძლება დაგაინტერესოს