საქართველო
692 წუთი წასაკითხად
30 აპრ. 2024
გიორგი ფოცხიშვილი — ქართველი მოცეკვავე მსოფლიოს დიდ სცენაზე
„ცეკვა სხეულის ენაა, რომლითაც საკუთარ ემოციას გადმოსცემ, ეს კი თავისუფლებას განიჭებს“, — ამბობს ახალგაზრდა ქართველი მოცეკვავე და ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი, გიორგი ფოცხიშვილი. ნიდერლანდებამდე კი დიდი და შრომატევადი საქმით სავსე გზა იყო გასავლელი. გიორგი მოცეკვავეების ოჯახში დაიბადა; მისი ბაბუა, გელოდი ფოცხიშვილი, ცნობილი ქორეოგრაფი და ანსამბლ „მეტეხის“ დამფუძნებელი იყო. გიორგის მშობლებმაც ცეკვით გაიცნეს ერთმანეთი. ამიტომ,
3 წუთი წასაკითხად
14 იან. 2024
როგორ აცოცხლებს ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს ისტორიას
თეთრი მართკუთხედი, ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ჯვარი და გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახული მცირე ზომის ბოლნური ჯვრები — ამ აღწერილობამ შეიძლება დაგაბნიოს, მაგრამ მის მიხედვით გაცოცხლებულ ვიზუალს მაშინვე ამოიცნობ. ეს ხომ საქართველოს სახელმწიფო დროშაა. 14 იანვარი სწორედ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ზუსტად 20 წლის წინ, ამ დღეს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერილი კანონით, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ეროვნულ
3 წუთი წასაკითხად
7 დეკ. 2023
ქართული ფეხბურთი - 2023 წლის შეჯამება
ქართული ფეხბურთისთვის ბევრი ასპექტით მნიშვნელოვანი წელი გამოვიდა 2023. პირველ რიგში, იმის თქმა შეიძლება, რომ სწორედ წლევანდელი სეზონი გამოდგა გარდამტეხი ევროპულ საფეხბურთო რუკაზე საქართველოს დაბრუნების პროცესში. ამის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელიც ისტორიაში პირველად საქართველოში გაიმართა და ერთდროულად სამ ქალაქში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში საუკეთესო ევროპელი ახალგაზრდები მართავდნენ შეხვედრებს. ჩვენ, როგორც მასპინძლები,
2 წუთი წასაკითხად
17 ნოე. 2023
ქუთაისი — ქართული ლიტერატურის მდიდარი წარსულისა და ნათელი მომავლის ქალაქი
უძველესი ისტორია, გამორჩეული არქიტექტურა, იმერული სამზარეულოს დაუვიწყარი გემო და, რაც მთავარია, კულტურა. გასული ორი საუკუნის განმავლობაში ქუთაისი საქართველოში მიმდინარე კულტურული პროცესების უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა, რასაც 31 ოქტომბერს საერთაშორისო აღიარებაც მოჰყვა: ქუთაისი ლიტერატურის მიმართულებით იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების სიას შეუერთდა. ეს ახალი სტატუსი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქუთაისი განსაკუთრებულად იზრუნებს ლიტერატურული პროცესების განვითარებაზე და