Logo
ბლოგი

ინვესტირება

36
Time icon

4 წუთი წასაკითხად

1 ნოე. 2023

რატომ უნდა განახორციელო ინვესტიცია ფილმების ინდუსტრიაში

ფილმებს, სერიალებსა და შოუებს დღეს თითქმის ყველა უყურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სახის პროდუქტზე მსოფლიოს მასშტაბით ყოველთვის დიდი მოთხოვნაა. უფრო მეტიც, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად იზრდება მაყურებლების რაოდენობა, რაც გლობალურად ელექტრონული მოწყობილობების გავრცელებით და არჩევანის მრავალფეროვნებითაა განპირობებული. კინოინდუსტრიის საერთო შეფასება 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს და პროგნოზირებულია, რომ ეს მაჩვენებელი მომდევნო ათი წლის განმავლობაში

Time icon

3 წუთი წასაკითხად

27 ოქტ. 2023

რატომ არის მოდის ინდუსტრიაში ინვესტირება მიმზიდველი

მოდის ინდუსტრია მუდამ მზარდი და ცვალებადი ეკონომიკური სექტორია, რომლის საბაზრო შეფასება 2.5 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. გლობალურად მოდის სექტორის გამომუშავება წლიურად საშუალოდ 5-7%-ით იზრდება, რაც ამ სექტორს საინვესტიციოდ განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის. მოდის ინდუსტრიაში ინვესტიციის განხორციელების არაერთი გზა არსებობს, მათ შორის ყველაზე მარტივი და პირდაპირი სასურველი კომპანიების აქციების შეძენის სტრატეგიაა. საქართველოს ბანკის მობილურ აპლიკაციაში მარტივად შეგიძლიათ Ralph

Time icon

2 წუთი წასაკითხად

18 ოქტ. 2023

რატომ უნდა იყიდო ტექნოლოგიური კომპანიების აქციები

ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ გრძელ ვადაში ტექნოლოგიურ კომპანიებს გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ საფონდო ბირჟაზე, ვიდრე სხვა სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს. ეს იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ ტექნოლოგიური კომპანიები ფაქტობრივად გლობალურ ბაზარზე ოპერირებენ. მაგალითად, Google-ის, Microsoft-ისა და Meta-ს სერვისებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით მომხმარებელი სარგებლობს, სწორედ ამიტომ ამ კომპანიებს ზრდის და განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვთ. თანაც

Time icon

1 წუთი წასაკითხად

22 სექ. 2023

საქართველოს ბანკის მობილბანკში 2023 წლის ბოლომდე საინვესტიციო ანგარიშით სარგებლობა სრულიად უფასოდ შეგიძლიათ

ინვესტირება ქონების დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა. საქართველოს ბანკი კი აქტიურად ცდილობს მომხმარებლებისთვის საფონდო ბირჟაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კამპანია, რომელიც საქართველოს ბანკმა 8 სექტემბერს დაიწყო. აქციის ფარგლებში, 31 დეკემბრამდე შესაძლებლობა გაქვთ სრულიად უფასოდ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საინვესტიციო მოდულით. ამ პერიოდის განმავლობაში არ მოგიწევთ არც ვაჭრობის საკომისიოს და არც საინვესტიციო ანგარიშის

Time icon

2 წუთი წასაკითხად

2 აგვ. 2023

რატომ უნდა გახსნა საინვესტიციო ანგარიში მობილბანკში

ინვესტირება ქონების დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა. წლების განმავლობაში, ფასიანი ქაღალდების ბაზარი მხოლოდ უმდიდრესი მოქალაქეებისთვის იყო ხელმისაწვდომი. საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის პრივილეგიით სარგებლობისათვის საინვესტიციო ბანკში ან საბროკერო ფირმაში ანგარიშის გახსნა და საკმაოდ რთული პროცედურის გავლა იყო საჭირო. ტექნოლოგიურმა პროგრესმა ინვესტირების დემოკრატიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, ახლა უკვე ამ პრივილეგიით სარგებლობისათვის უოლ-სტრიტზე ვიზიტის დაგეგმვა აღარაა საჭირო. „საქართველოს ბანკში“

Time icon

3 წუთი წასაკითხად

1 აგვ. 2023

როგორ უნდა დავგეგმოთ ფინანსური მომავალი სწორად

ცხოვრებაში ფინანსური წარმატების მიღწევა საკმაოდ რთულია, თუმცა გონივრული სტრატეგიის შემუშავების და გეგმის ზედმიწევნით მიყოლის შემთხვევაში, ყველაფერი შესაძლებელია. თუკი ექსპერტებს დავუჯერებთ, ფინანსური წარმატების მიღწევის არაერთი სტრატეგია არსებობს და ყოველი მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია. ზოგი ადამიანი მეწარმეობისთვისაა დაბადებული, ზოგიც წარმატებას თავისი პროფესიონალიზმით, ხელობით ან შემოქმედებით აღწევს. მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი არჩევანისა, მაინც არსებობს ერთი უნივერსალური მეთოდი, რომელსაც სიმდიდრის შექმნა

Time icon

2 წუთი წასაკითხად

31 ივლ. 2023

რა სარგებელს მიიღებენ „ბარბის“ წარმატებით MATTEL-ის ინვესტორები?

ბარბის სათამაშოების ფერადი ისტორია უკვე 60 წელიწადზე მეტია გრძელდება და ის მუდმივ ევოლუციას განიცდის. კულტურულ ფენომენად ქცეული სათამაშო მრავალი თაობის ბავშვობის საყვარელ მოგონებად ითვლება, ასეთი ძლიერი და სახელგანთქმული ბრენდის მიღმა კი კალიფორნიის შტატში დაფუძნებული კომპანია Mattel-ი დგას, რომელმაც ქერა თოჯინა საკულტო პერსონაჟად აქცია. 2023 წელს ბარბის ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, რეჟისორმა გრეტა გერვიგმა თოჯინა დიდ

Time icon

2 წუთი წასაკითხად

14 ივნ. 2023

რატომ უნდა დაიწყო ინვესტირება დღესვე

როგორ აგროვებ თანხას სამომავლოდ? ყულაბა ან საბანკო ანგარიში ალბათ ყველაზე გავრცელებული გზაა ფულის შესანახად. თუმცა, გიფიქრია იმაზე, რომ წლების შემდეგ შეიძლება მაინც არ გქონდეს მოგროვებული იმდენი, რამდენიც გსურდა? მიზეზი მარტივია — ინფლაცია ფულზე მუდმივად მოქმედებს და ხშირად აუფასურებს კიდეც მას. სწორედ ამიტომ, ფინანსურ სფეროში თანხის დაგროვების ყველაზე კარგ საშუალებად ინვესტირება მიიჩნევა. ალბათ ეს სიტყვა გაბნევს,

123