არ გაჩერდე
762 წუთი წასაკითხად
31 ივლ. 2023
3 წუთი წასაკითხად
28 ივლ. 2023
3 წუთი წასაკითხად
28 ივლ. 2023
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უკვე 4 მედალი მოიპოვა – მარიბორი 2023
სლოვენიის ქალაქ მარიბორში 23 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. „მარიბორი 2023“ რიგით XVII ფესტივალია და მასში მონაწილეობას კონტინენტის 48 ქვეყნიდან ჩასული 14-დან 18 წლამდე სპორტსმენები (სულ 2419) იღებენ. ეს სწორედ ის სპორტული ღონისძიებაა, 2015 წელს საქართველოში, თბილისში რომ გაიმართა. მარიბორში ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენებიც ჩავიდნენ – 31 თინეიჯერი ცხრა სპორტულ სახეობაში იასპარეზებს: ჯუდო, მძლეოსნობა,
4 წუთი წასაკითხად
26 ივლ. 2023
თარჯიმანი, რომელიც ქართველ ემიგრანტებს სასამართლოში ეხმარება — მარიტა მაზანიშვილის საქმე და ცხოვრება ნიუ-იორკში
“რამდენიმეთვიანი სერტიფიცირების, ტრენინგების, გამოცდების, შეფასებების და პროცედურული 9-თავიანი დრაკონის დამარცხების შემდეგ, გავხდი ამერიკის საემიგრაციო სასამართლოს სინქრონული თარჯიმანი”, — წერდა ფეისბუქზე მარიტა მაზანიშვილი გასული წლის დეკემბერში. მარიტა 28 წლისაა, თუმცა უკვე მოასწრო, გამხდარიყო სოციალური მუშაკი, ნიუ-იორკის შტატის ლიცენზირებული ნოტარიუსი, საემიგრაციო სასამართლოს თარჯიმანი და ქართული კაფე-საცხობ „ალუბალის“ დამფუძნებელი ნიუ-იორკში. ეს იმიტომ, რომ ძალიან უყვარს სიახლეები, გამოწვევები და
3 წუთი წასაკითხად
17 ივლ. 2023
ცისკენ მიმართული ნახატი — როგორ გაცოცხლდა ვაჟა-ფშაველას სამყარო კედელზე
ვაჟა-ფშაველა ქართულ სინამდვილეში იმდენად საკულტო ფიგურაა, რომ ბევრს ალბათ იმის გახსენებაც კი გაუჭირდება, როდის გადაიკვეთა პირველად „ბუნების მგოსნად“ წოდებული მწერლის შემოქმედებასთან. ასეა მხატვარი დავით სამხარაძეც, რომელმაც ვაჟა-ფშაველას დაბადების დღის აღსანიშნავად პოეტის სახელობის ქუჩაზე კედელი მოხატა. მწერლის პორტრეტთან ერთად, კედელზე მისი შემოქმედებაა გაცოცხლებული: „შვლის ნუკრის სევდა, არწივის ტკივილი და ხმელი ფესვების ძახილი“. „ადამიანის ენაზე მოსაუბრე ცხოველებმა
4 წუთი წასაკითხად
7 ივლ. 2023
საქართველოს ნაკრების შედეგები U21 ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს U21 ნაკრების ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ტურნირის თანამასპინძლის სტატუსის გამო მოპოვებული ფინალური ეტაპის საგზური მაქსიმალურად გამოვიყენეთ და დავარწმუნეთ ყველა (პირველ რიგში, საკუთარი გულშემატკივრები), რომ ქართული ფეხბურთის მომავალი ნათელია. რამაზ სვანაძის გუნდი უძლიერეს ჯგუფში მოხვდა: პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია და ჩვენ – თავიდანვე სიკვდილის ჯგუფად შეირაცხა. მოვახერხეთ და პირველი ადგილით გავედით მომდევნო ეტაპზე,
3 წუთი წასაკითხად
5 ივლ. 2023
ისტორიული შესაძლებლობის ღირსეული გამოყენება - საქართველოს ნაკრების გზა U21-ის ჩემპიონატზე
საქართველოში აქამდე არასდროს გამართულა ისეთი პრესტიჟული სპორტული ტურნირი, როგორიც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატია ფეხბურთში. ისტორიაში პირველად ვართ ამ დონის ტურნირის თანამასპინძლები და სწორედ მასპინძლის სტატუსის გამო საქართველოს U21 ნაკრები ისტორიაში პირველად მოხვდა ფინალურ ეტაპზეც. უნიკალური შესაძლებლობა მივიღეთ და ლამის ყველასთვის მოულოდნელი წარმატებით გამოვიყენეთ კიდეც ეს შანსი. რამაზ სვანაძის გუნდი ძალიან რთულ და კონკურენტულ ჯგუფში მოხვდა –
3 წუთი წასაკითხად
3 ივლ. 2023
ყველაფერი წინ არის - ისტორიული ტურნირის დასასრული
საქართველოს U21 ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეოთხედფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა. ჩვენ ამ მნიშვნელოვანი ტურნირის თანამასპინძლები ვართ და სწორედ მასპინძლის სტატუსის გამო გვერგო მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. ეს ისტორიული შესაძლებლობა დებიუტანტებმა შესაბამისად გამოვიყენეთ და ძალიან ძლიერი ჯგუფიდან (პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია) პირველი ადგილით გავედით, მერე კი ისრაელის ნაკრებს გადავეყარეთ და 120-წუთიანი ბრძოლის შემდეგ პენალტების სერიაში დავმარცხდით.
2 წუთი წასაკითხად
29 ივნ. 2023
ქართული ფეხბურთის უსაზღვრო შესაძლებლობები – პირველი 3D ბილბორდი თბილისში
ქართულ ფეხბურთის ისტორია XX საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება, გრძელდება საბჭოთა საქართველოში და დამოუკიდებელი საქართველოს განუყოფელ გარემოებად იქცევა – ეს არასდროს ყოფილა ჩვენთვის მხოლოდ სპორტი; ყოველთვის რაღაც უფრო მეტი იყო, შინაგანი სათქმელისა და სატკივრის სივრცე, ეროვნული ბრძოლის ასპარეზი პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. დღეს ქართულ ფეხბურთს ახალი ეტაპი დაუდგა; თაობათა ცვლა მძიმე, მაგრამ ნაყოფიერი პროცესი აღმოჩნდა; პროცესი
2 წუთი წასაკითხად
28 ივნ. 2023
ისტორიაში პირველად საქართველო ევრო U21-ის მეოთხედფინალშია
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის თანამასპინძელმა, საქართველოს U21 ნაკრებმა ურთულეს ჯგუფში მოახერხა პირველი ადგილის დაკავება. პორტუგალიასთან, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველო 5 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა! ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში რამაზ სვანაძის გუნდი წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა და ბოლო წამამდე დაძაბული შეხვედრა საბოლოოდ ფრედ — 1-1 დასრულდა. ჯგუფის პარალელურ მატჩში პორტუგალიის
2 წუთი წასაკითხად
25 ივნ. 2023
მეორე ტაიმზე შემოტრიალებული მატჩი - საქართველო V ბელგია
საქართველოს U21 ნაკრებმა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ქულა მოიპოვა. ტურნირის თანამასპინძლებმა ცუდი პირველი ტაიმისა და ორი გაშვებული გოლის შემდეგ მოახერხეს და მეორე ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს. საქართველო V ბელგია 2-2 ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩისგან განსხვავებით, რამაზ სვანაძემ ძირითად შემადგენლობაში 4 ცვლილება გააკეთა და ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებულ 4