არ გაჩერდე
762 წუთი წასაკითხად
20 ნოე. 2024
3 წუთი წასაკითხად
3 სექ. 2024
ქართველი პარაჯუდოკების გზა 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებამდე
პარაჯუდო პარასპორტის სახეობებიდან ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. საქართველოს პარალიმპიადაზე აქამდე მხოლოდ ერთი ოქრო ჰქონდა მოპოვებული და მისი მფლობელი სწორედ პარაჯუდოს წარმომადგენელი იყო. პარაჯუდო ჯუდოს სახეობაა, რომელიც სპეციალურად ადაპტირებულია მხედველობის დაქვეითებული სპორტსმენებისთვის. პარაჯუდოს შეხვედრები ჯუდოს წესებით მიმდინარეობს, თუმცა არსებობს განსხვავებებიც. ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ისაა, რომ პარაჯუდოში მებრძოლები დაპირისპირებას სპეციალური დგომით, ჯუდოგიზე ჩაჭიდებულები, იწყებენ. ასევე, იმისათვის, რომ
2 წუთი წასაკითხად
27 აგვ. 2024
საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ასპარეზობის განრიგი | Paris 2024
28 აგვისტოს ზაფხულის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები დაიწყება, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს. ღონისძიება 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 4 400 პარასპორტმენი სპორტის 22 სახეობაში მიიღებს მონაწილეობას. პარალიმპიადა აქამდე 16-ჯერ ჩატარდა, საქართველომ კი მასში მონაწილეობა ოთხჯერ მიიღო (2008, 2012, 2016, 2020). ქართველი პარასპორტსმენების ანგარიშზე 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალია. საქართველო
2 წუთი წასაკითხად
26 აგვ. 2024
ქართველი ეტლით მოფარიკავეების გზა 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებამდე
ეტლით ფარიკაობა პარასპორტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანახაობრივი სახეობაა, რომელშიც საქართველოს გამორჩეული წარმომადგენლები ჰყავს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი სახეობა, რომელიც მსოფლიომ პარალიმპიადაზე იხილა. 1960 წელს ჩატარებულ პირველ პარალიმპიურ თამაშებზე მედლები ეტლით ფარიკაობაშიც გათამაშდა. ტრადიციული ფარიკაობის მსგავსად, ეტლის ფარიკაობაც სწრაფი და დინამიკური პარასპორტია. რისკებიდან გამომდინარე, შეჯიბრში მონაწილეებს მოეთხოვებათ, რომ ყოველთვის ატარონ დამცავი ნიღბები, ხელთათმანები და ქურთუკები.
5 წუთი წასაკითხად
23 აგვ. 2024
საქართველო პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე: მიღწევები და ნაკრების შემადგენლობა
28 აგვისტოს პარიზის პარალიმპიური თამაშები დაიწყება, სადაც გულშემატკივარი სპორტის 22 სახეობას იხილავს და მასში მონაწილეობას დაახლოებით 4400 პარასპორტსმენი მიიღებს. მართალია, ზაფხულის პარალიმპიადა პირველად 1960 წელს ჩატარდა, მაგრამ მას წინ საინტერესო ისტორია უძღვის. 1944 წელს ინგლისში ხერხემლის ტრავმების ცენტრი დაარსდა, რომელიც, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომში დაზიანებულ ადამიანებს მკურნალობდა. ცენტრის ხელმძღვანელი ექიმი ლუდვიგ გუტმანი იყო. მან მკურნალობის
5 წუთი წასაკითხად
7 აგვ. 2024
პარიზი 2024 | საქართველოს ჯუდოს ნაკრების ასპარეზობის შეჯამება
მას შემდეგ, რაც 1996 წელს დამოუკიდებელმა საქართველომ ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზა, ჯუდოს ნაკრები ქვეყნისთვის ყოველთვის ახერხებს მინიმუმ ერთი მედლის მოპოვებას. გამონაკლისი არც პარიზის ოლიმპიადა იყო, სადაც ლაშა გუჯეჯიანის გუნდის წევრებმა სამი მედალი – 1 ოქრო და 2 ვერცხლი მოიპოვეს. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველებისთვის ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა – ლაშა ბექაური ქვეყნის ისტორიაში პირველი ჯუდოკა გახდა, რომელმაც ოლიმპიური
2 წუთი წასაკითხად
6 აგვ. 2024
გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის ისტორია: ჩემპიონები და მომავალი ჩემპიონები
ნუგზარ სხირელი სწორედ ის წარმატებული მწვრთნელია, რომელმაც გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლა შექმნა. ნუგზარს უმუშავია როგორც ახალგაზრდულ, ისე ეროვნულ ნაკრებებში, თუმცა გორის სკოლა მისი ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა – აქ თავისუფალი ჭიდაობის თანამედროვე სივრცეა მოწყობილი, სადაც არაერთი ოლიმპიური, მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონი აღზრდილა და გვჯერა, მომავალშიც გაიზრდება. დღეს ამ სკოლაში როგორც პატარები, ასევე დიდებიც სწავლოვენ. თავად სკოლა
2 წუთი წასაკითხად
16 ივლ. 2024
“თუ გაჩერდები, უკან წასვლა მოგიწევს, ამიტომ არ უნდა გაჩერდე” — გიორგი ქოჩორაშვილი
2024 წელი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ისტორიული აღმოჩნდა — საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა. ამ ფაქტს, რომელიც თავისთავადაც უდიდესი მიღწევაა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაც დაემატა: საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალშიც გავიდა. ქართული ფეხბურთის ტრიუმფმა გულგრილი არავინ დატოვა და ნაკრების ფეხბურთელების მაგალითზე ყველას გაგვახსენდა, რომ წარმატებას ის აღწევს, ვინც არ ჩერდება. სწორედ
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2024
რატომ მიყვარს ფეხბურთი - ტატო ბაციკაძე
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი. ნებისმიერ პროფესიაში მნიშვნელოვანია, რომ შენი საქმე გამორჩეულად გიყვარდეს, თუმცა ფეხბურთში ეს უკვე განუყოფელი აუცილებლობაა. შეუძლებელია, კომენტატორობის 14-წლიანი გამოცდილება დაგიგროვდეს, თუ ფეხბურთი შენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არ არის. ტატო ბაციკაძეს საქართველოში ფეხბურთის მოყვარულები კარგად იცნობენ, მისი სიყვარული ფეხბურთის მიმართ კი კომენტატორობამდე ბევრად ადრე, ჯერ კიდევ ბავშვობაში