Lifestyle
1213 წუთი წასაკითხად
20 ოქტ. 2021
აღმოაჩინეთ სოფო გონგლიაშვილის კოლექცია SOLO Boutique-ში
ადამიანი ფიქრის შედეგად შეიქმნა. შემდგომ ადამიანმაც დაიწყო ფიქრი. ადამიანთა სიმრავლემ ფიქრთა სიმრავლე წარმოშვა. ფიქრები გამრავლდნენ, ერთმანეთს დაემსგავსნენ, მაგრამ განსხვავებული ფიქრებიც შემორჩა. დღეს განსხვავებული ფიქრები ძვირფასია, იშვიათია. ისინი ჩვენ გადმოგვეცა. ჩვენ მომავალს უნდა გადავცეთ. ვისთვისაც მომავალი მნიშვნელოვანია, აწმყოზე ფიქრობს, ვინც აწმყოზე ზრუნავს, ის წარსულზეც ფიქრობს. ჩვენ ჩვენი ფიქრებით ვერთიანდებით და მათ გამოვხატავთ სხვადასხვა ფორმით.
4 წუთი წასაკითხად
5 ოქტ. 2021
“სიტუაციონისტის“ წარმატება პარიზის მოდის კვირეულზე
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მოდის მნიშვნელობა ხშირად გამხდარა განხილვის თემა, განსაკუთრებით 2010-იანი წლებიდან, როდესაც ქართულ რეალობაში გამოჩნდნენ ახალი თაობის დიზაინერები, რომლებმაც ახლებურად გაიაზრეს და წარმოაჩინეს თანამედროვე ქართული მოდის იდეა. თაობის ერთ-ერთ ლიდერად დიზაინერი ირაკლი რუსაძე და ბრენდი „სიტუაციონისტი“ მოგვევლინა. სიმბოლურია სახელწოდებაც, სიტუაციონისტები 1960 -იანი წლების ავანგარდისტ ხელოვანთა და პოლიტიკოსთა ჯგუფი იყვნენ. ისინი ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ და
1 წუთი წასაკითხად
9 სექ. 2021
ატლანტი
,,ატლანტი“ (1979) რეჟისორი ნანა ჯორჯაძე XX საუკუნის 70-იან წლებში, მაშინ, როდესაც ნანა ჯორჯაძემ სტუდენტური ფილმი ,,ატლანტი“ შექმნა, საბჭოთა საქართველოს კინოში ე.წ. ,,ეზოპეს ენა“, იგავის სხვადასახვა ჟანრული და ფორმისეული ინტერპრეტაციის ხანა იდგა. ცვლილებები მწერლობასა და კინემატოგრაფში მაყურებლისთვის ჩვეული მოვლენა იყო, თუმცა იგავის თხრობის გამარტივება და მისი სახეცვლა, ძალზე მრავალფეროვან სურათს ქმნიდა. ნანა ჯორჯაძემ სწორედ
2 წუთი წასაკითხად
18 აგვ. 2021
LIYA-ს სამკაულების კოლექცია SOLO Boutique-ში
LIYA ქალის თანამედროვე სამოსის ხაზია, რომლის მიზანი მფლობელის ინდივიდუალურობისა და უნიკალური სტილის წარმოჩენაა. ბრენდი 2017 წელს შეიქმნა და მისი კოლექციები თავიდანვე მოიცავდა ტანსაცმლისა და სამკაულის კომბინაციას. ბრენდის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად LIYA-ს დამახასიათებელი ნაქსოვი სახელოები იქცა, რომლებიც სეზონების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას. LIYA-ს სამკაულის ხაზი პირველივე დღიდან პოპულარული გახდა საერთაშორისო ბაზარზე. ამის მიზეზი დამახასიათებელი დიზაინი
2 წუთი წასაკითხად
4 აგვ. 2021
ღია ბანკინგი
საქართველოში ღია ბანკინგის პირველი ეტაპი ოფიციალურად ამოქმედდა. ეს ნიშნავს, რომ საფინანსო სექტორი სრულიად ახალ ეტაპზე გადადის და რაც ყველაზე მთავარია, მომხმარებელს უახლოეს მომავალში ცვლილებების მთელი სერია ელოდება. გლობალიზაციამ და ინტერნეტით ადამიანების დაკავშირებამ, ფაქტობრივად ყველანაირი ბარიერი წაშალა და ინფორმაციის მიწოდება გაამარტივა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Open Banking-ის ამოქმედება დაახლოებით იდენტურ შედეგებს მოგვცემს, ოღონდ უკვე საფინანსო სექტორში.
1 წუთი წასაკითხად
16 ივლ. 2021
ლუი გარელის ეკო-ფილმი
ნესტან ნენე კვინიკაძე კანის კინოფესტივლაზე, წელს კიდევ ერთი მსახიობის ფილმის პრემიერაა. ლუი გარელის კომედია “ჯვაროსნული ომი” დებიუსის დარბაზში უჩვენეს. ლუი გარელი პრემიერას ლეტიცია კასთასთან ერთად დაესწრო. ჩვენებამდე სცენაზე ასულმა გადამღებ ჯგუფს მადლობა უთხრა; ფილმის ქრონომეტრაჟის, 67 წუთის გამო მოგვიბოდიშა და იქვე, მაყურებლის სიმრავლისთვის მოულოდნელი სიხარულიც გაგვიზიარა. ფილმში, რომლის სცენარიც ჟან-კლოდ კარიერის თანაავტორობით შეიქმნა,ცოლ-ქმრის
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2021
შარლოტას ჯეინი
შარლოტა გინსბურგის სადებიუტო დოკუმენტური ფილმი დედის, ჯეინ ბირკინის შესახებ ნესტან ნენე კვინიკაძე შარლოტ გინსბურგი, კანის კინოფესტივალის ყოველწლიური სტუმარია, როგორც წესი, ფესტივალს ის მსახიობის სტატუსით ესწრება ხოლმე და გამორჩეული სტილით, წითელ ხალიჩაზე გამოჩენისას, ათასგვარ სამოსში გამოწყობილ სტუმარებს მარტივად ჩრდილავს. წელს,ფესტივალზე 49 წლის მსახიობის სარეჟისორო დებიუტია, მისი დოკუმენტური ფილმი “შარლოტის ჯეინი” კანის პრემიერის სექციაში უჩვენეს.
1 წუთი წასაკითხად
8 ივლ. 2021
ლეო კარაქსის დაბრუნება და ადამ დრაივერის ტრიუმფი
ნესტან ნენე კვინიკაძე ლეო კარაქსზე ხუმრობენ, თითქოს, ის ერთ ფილმს გადაიღებს და შემდეგ, დიდი ხნით იკარგება. ასე იყო ამ შემთხვევაშიც, ლეო კარაქსი ათწლიანი პაუზის შემდეგ, კანის 74-ე კინოფესტივალზე პოპ-ოპერით დაბრუნდა. “ანეტი” ჯგუფ “Sparks”-ის საუნდრეკით მოყოლილი ანას (მარიონ კოტიარი და ჰენრის (ადამ დრაივერი იუმორნარევი ტრაგიკული ამბავია, რომელიც რეჟისორისთვის დამახასიათებელი არაპირდაპირი მინიშნებით თანამედროვეობაში არსებულ არაერთ