Lifestyle
301 წუთი წასაკითხად
30 სექ. 2023
გასტროლები ლია დეიდასთან — ნამდვილი იმერული გემოს ძიებაში
იმერული სტუმართმოყვარეობის შესახებ ბევრი თქმულა, თუმცა მაინც არსებობს ადგილები, რომლებიც სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ, თავს საკუთარ სახლში გაგრძნობინებთ და გულით მომზადებული კერძებით გიმასპინძლებთ. ასეთია ვინტაჟური ესთეტიკის მქონე საოჯახო რესტორანი არგვეთაში, სადაც ყველაფერი ლია დეიდას შექმნილია. გასტროლების ეს ეპიზოდი სწორედ ლია დეიდასთან “შეგიტყუებთ”, მადისაღმძვრელ იმერულ კერძებს გაგაცნობთ და იშვიათ გარემოში ამოგაყოფინებთ თავს. საოჯახო რესტორანი ლია დეიდამ და მისმა
1 წუთი წასაკითხად
8 სექ. 2023
სუფრასთან ჯდომის და საკვების მირთმევის მეგრული ტრადიცია - გასტროლები დიარონში
გასტროლების მორიგ ეპიზოდში დიმიტრი რჩეულიშვილი ზუგდიდს ეწვია და ცნობილ რესტორან დიარონში ნამდვილი ნადიმი მოაწყო. “ზუგდიდში ჩამოსვლისას როგორც უნდა ნახოთ დადიანების სასახლე, ისე უნდა მოხვიდეთ დიარონში”, — ამბობს დიმიტრი და მეგრული სამზარეულოს მარგალიტებს — ელარჯს, მეგრულ ხარჩოს, გებჟალიას, კუჭმაჭსა და ნეკნებს აჯიკით სინჯავს. დიარონი 2007 წლიდან ფუნქციონირებს და ადგილობრივებისა თუ ქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ობიექტად
1 წუთი წასაკითხად
31 აგვ. 2023
მსოფლიო კულინარიული კუთხეები ოვალში – გასტროლები ბათუმში
გასტროლების ახალი ეპიზოდი ზღვის სეზონზე ამჯერად ბათუმიდან – დიმიტრი აჭარას ჩავიდა და რეგიონში გამორჩეული კულინარიული სივრცე, რესტორანი „ოვალი“ მოინახულა. „ოვალი“ განსხვავებული და საინტერესო კონცეფციის მქონე რესტორანია, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მსოფლიო კულინარიულ კუთხეს აერთიანებს. შეფ გურამ ბაღდოშვილის საავტორო მენიუში მრავალი ქვეყნის მრავალი კერძია, მათ შორისაა, რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულო და საფირმო აჭარული ხაჭაპურიც. რესტორნის ინტერიერი
2 წუთი წასაკითხად
18 აგვ. 2023
6 იდეა, სად შეიძლება ვჭამოთ გემრიელად ლანჩზე
ლანჩი დღის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაწილია. როცა სამსახურში ბევრი საქმე გაქვს, თან ამას ზაფხულის მცხუნვარე მზეც ემატება, ლანჩზე შესვენება ენერგიის აღდგენაში გეხმარება და ჭამის შემდეგ დღესაც უფრო მონდომებით ასრულებ, შრომისუნარიანობაც უფრო მატულობს. სახლიდან საჭმლის ტარება შესანიშნავი გამოსავალია, თუმცა, ალბათ ვთანხმდებით, რომ ეს ძალიან ბევრ დროსა და დიდ ენერგიას მოითხოვს, რაც, როგორც წესი, ბევრ ადამიანს არ
1 წუთი წასაკითხად
10 აგვ. 2023
სამხრეთამერიკული საღამო პიკანტური გემოებით - გასტროლები არგენტინულ სტეიკჰაუსში
გასტროლების ეს ეპიზოდი გასტრონომის არგენტინულ სტეიკჰაუსში გვეპატიჟება. დიმიტრის აქ ეკატერინე გაგუა მასპინძლობს და მექსიკური საღამოს მოწყობაში ეხმარება. სტეიკჰაუსი გასტრონომ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი რესტორანია, ბისტროსთან, თამარასა და ზენთან ერთად. დიმიტრის გასტრონომის არგენტინულ სტეიკჰაუსი ამჯერად არა სტეიკით, არამედ ურბილესი და წვნიანი ბურგერით უმასპინძლდება. ეპიზოდის ნამდვილი “ვარსკვლავი” კი უნიკალური ვაგიუს ხორცი ხდება, რომელიც უცხო გემოებითაა შეზავებული. მექსიკურ საღამოს
1 წუთი წასაკითხად
26 ივლ. 2023
გასტროლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოში — ბაზარი ორბელიანზე
გასტროლების ამ ეპიზოდში დიმიტრი რჩეულიშვილი მექსიკურ, იაპონურ, ტაილანდურ, იტალიურ და ქართულ კერძებს სინჯავს, თანაც ამ ყველაფერს — ერთ სივრცეში, ამიერკავკასიის პირველ და ყველაზე დიდ კვების მოლში, ბაზარი ორბელიანზე. ამ ეპიზოდში დიმიტრი ბაზარი ორბელიანზე მთელ დღეს ატარებს და საუზმიდან ვახშმამდე ერთ დიდ გასტრომოგზაურობას აწყობს, დღის ბოლოს კი ტერასაზე გასართობადაც გვეპატიჟება. დიმიტრი საუზმისთვის ბლამანჟეს სტუმრობს, სადაც ბენედიქტით,
1 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2023
აღმოაჩინე ახლოაღმოსავლეთი თბილისში - გასტროლები Weller-ში
ამ ვიდეოში დიმიტრი რჩეულიშვილი ნინო დარასელთან ერთად ახლოაღმოსავლურ გასტროლებს აწყობს. ისინი რესტორან ველერს სტუმრობენ და შესვლისთანავე იხიბლებიან მყუდრო გარემოთი და უცხო ინტერიერით, თუმცა, მთავარი სანახაობა წინ აქვთ, როცა მათ თვალწინ უგემრიელესი კერძების მთელი პალიტრა გაიშლება. ველერში ვოიაჟი საავტორო კოქტეილებით იწყება. შეფი, თამთა კიკალეიშვილი, ადგილის ისტორიას ჰყვება — როგორც აღმოჩნდა, ის სახლი, სადაც ახლა მადის აღმძვრელი
2 წუთი წასაკითხად
29 ივნ. 2023
სად შეიძლება დაიწყო დღე გემრიელი საუზმით თბილისში
საუზმე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია — ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს. არაერთი სამეცნიერო კვლევა მიუთითებს, რამხელა გავლენა აქვს გემრიელი და ჯანსაღი საუზმით დღის დაწყებას ჩვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე. თუმცა, ხშირად დილის წახემსება ერთფეროვანია ხოლმე და ამიტომ ის მოსაწყენიც შეიძლება გახდეს. სწორედ ამიტომ, ჩნდება შეკითხვა — სად შეიძლება წაისაუზმოთ გემრიელად დილაობით? თბილისში კვების არაერთი ობიექტი დილაადრიან იხსნება
1 წუთი წასაკითხად
14 ივნ. 2023
დები | გასტროლები
გასტროლების ამ ეპიზოდში დიმიტრი რჩეულიშვილი ქუთაისს და მის შუაგულში, ისტორიულ შენობაში მდებარე რესტორან “დებს” ესტუმრა. რესტორანი “დები” სამმა დამ დააფუძნა და დასავლეთ საქართველოს სამი თვალსაჩინო ტრადიცია — არაჩვეულებრივი სამზარეულო, გემოვნებიანი მუსიკა და სახლური, უშუალო გარემო ერთ სივრცეში მოაქცია. გასტროლების ამ სერიაში დიმიტრიმ დების დახმარებით ლეჩხუმური გასტრო-მოგზაურობა მოიწყო და ერთ გობში გაერთიანებული ავთენტური კერძები გასინჯა. ჯონჯოლი,
1 წუთი წასაკითხად
14 ივნ. 2023
Vake Bistro | გასტროლები
“გემრიელი საჭმელი, გემრიელი ღვინო, კარგი ატმოსფერო, კარგი ხალხი” — ასე ახასიათებს დიმიტრი რჩეულიშვილი ვაკის ბისტროს, სადაც გასტროლების ამ ეპიზოდით გამოგზაურებთ. ვაკის ბისტრო ფალიაშვილის 5 ნომერში მდებარეობს და სამეგობროს შეკრებებისთვის იდეალური ადგილია. გასტროლების ამ სერიაში დიმიტრი შეფის როლსაც ირგებს და ვაკის ბისტროს მთავარ შეფთან, ზუკა შონიასთან ერთად, თბილი პამიდვრის სალათას, სოკოს შოთს და გაყინული არაჟნის კრემით
1 წუთი წასაკითხად
14 ივნ. 2023
Vera Italiana kitchen & bar | გასტროლები
გასტროლების ამ ეპიზოდში Vera Italiana kitchen & bar-ის სამზარეულოში შეგახედებთ. 20+ წლიანი გამოცდილების მქონე შეფი ენცო Suppli al Telefono-ს; Porchetta Tonnata-ს და Primavera Pizza-ს მომზადებას გვიჩვენებს და ამ გამორჩეული კონცეფციის ობიექტის შესახებაც გვიამბობს. ეს ეპიზოდი იტალიური სამზარეულოს ნამდვილი მასტერკლასია — შებრაწული კროკეტი მოცარელას სოუსით, რომელსაც სახელი ტელეფონის ყურმილის მსგავსების გამო დაერქვა, ხელნაკეთი პასტა სოკოს სოუსით,
1 წუთი წასაკითხად
14 ივნ. 2023
პალატი | გასტროლები
2 მაისობას სად წავიდოდით გასტროლებში, თუ არა ქუთაისში. ეს ეპიზოდი ქუთაისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კაფე-რესტორანს, პალატს ეთმობა. პალატი ათ წელზე მეტია, ქუთაისის სიმბოლოდ იქცა — აქ სტუმრობის გარეშე ქალაქს თითქმის არავინ ტოვებს. ამ ეპიზოდში დიმიტრი პალატის სამ გამორჩეულ კერძს სინჯავს — საქონლის სუკს ტარხუნის სოუსით, ლობიანს ლეჩხუმური ლორით და ღორის სუკს თაშმიჯაბთან ერთად. არც სახლური