ყველა სიახლე
17453 წუთი წასაკითხად
27 ივლ. 2023
მობილბანკის 5 ფუნქციონალი, რომლებიც ყოველდღიურობას გიმარტივებს
თუ აქამდე ერთხელ მაინც გამოგიყენებია საქართველოს ბანკის მობილბანკი, უკვე შეამჩნევდი, რომ მისი ყველა ფუნქციონალი შენი ყოველდღიურობის გასამარტივებლადაა შექმნილი. თან, მართლა არ აქვს მნიშვნელობა, რა ტრანზაქციას ასრულებ − რასაც ეძებ, პოულობ კიდეც და ეს ყველაფერი ხდება შენს ტელეფონში, შენს ხელში და შენ მიერ არჩეულ ნებისმიერ ადგილას. ამ ბლოგში გაიგებ იმ 5 ფუნქციონალის შესახებ, რომლებიც ამ შესაძლებლობების
2 წუთი წასაკითხად
26 ივლ. 2023
ბლიცინტერვიუ მარიამ ჯანუაშვილთან
მარიამ ჯანუაშვილი სატელევიზიო გადაცემა „წიგნების თაროს“ მეცხრე და მეათე სტუდენტური სეზონების მონაწილე, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტია. წიგნი, რომლის კითხვისას პირველად გავიფიქრე, რომ თურმე კითხვა სასიამოვნო ყოფილა გუგული ტოგონიძის „ბრეცი-კუკნეს და ფოთლაკაბას ზღაპრები“. საოჯახო ბიბლიოთეკაში შემთხვევით აღმოჩენილმა ამ წიგნმა პირველმა მაგრძნობინა ლიტერატურის მაგია. წიგნი, რომელთან ერთადაც პირველად დამათენდა კონან დოილის „ბასკერვილების ძაღლი“.
3 წუთი წასაკითხად
26 ივლ. 2023
დაჩი ჩადუნელის წიგნების თარო
დაჩი ჩადუნელი სატელევიზიო გადაცემა „წიგნების თაროს“ მეთერთმეტე და მეთორმეტე სასკოლო და ამავდროულად მეცხრე და მეათე სტუდენტური სეზონების მონაწილეა. ოდესმე თუ გაბრაზებულხარ ავტორზე სიუჟეტის განვითარების გამო? აგათა კრისტიზე გავბრაზდი, როდესაც „როჯერ ეკროიდის მკვლელობაში“ დამნაშავედ ის აარჩია, ვინც აირჩია. მეტს არ ვიტყვი, რომ ამ შესანიშნავი დეტექტივის მომავალი მკითხველი არ დავასპოილერო. სანიშნი თუ ფურცლის ჩაკეცვა? ყოველთვის ვამჯობინებ სანიშნს,
1 წუთი წასაკითხად
26 ივლ. 2023
ბლიცინტერვიუ ნიკა მეტონიძესთან
ნიკა მეტონიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და სატელევიზიო გადაცემა „წიგნების თაროს“ მე-10 სტუდენტური სეზონის მონაწილეა. წიგნი, რომლის კითხვისას პირველად გავიფიქრე, რომ თურმე კითხვა სასიამოვნო ყოფილა „ნადირობა ცხვარზე“. წიგნი, რომელთან ერთადაც პირველად დამათენდა „პირველი მოთამაშე, მოემზადე“. წიგნი, რომლის კითხვის დროსაც ბოლოს ვიტირე „ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი“. წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი „ქვიშის წიგნი“. სათაური, რომელსაც ჩემს
3 წუთი წასაკითხად
26 ივლ. 2023
მარი გაგუას წიგნების თარო
მარი გაგუა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელმაც სატელევიზიო გადაცემა „წიგნების თაროს“ მეხუთე და მეათე სტუდენტურ სეზონებში მიიღო მონაწილეობა. ოდესმე თუ გაბრაზებულხარ ავტორზე სიუჟეტის განვითარების გამო? დიახ, უფრო მეტად მოზარდობის პერიოდში. როცა პირველი წიგნის წაკითხვიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ კითხვა ისევ დავიწყე, მაინ რიდის „უთავო მხედარი“ იყო წიგნი,რომლითაც დავინტერესდი. მიუხედავად იმისა,რომ კითხვის პროცესი ძალიან მომწონდა, მახსოვს
1 წუთი წასაკითხად
26 ივლ. 2023
გასტროლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოში — ბაზარი ორბელიანზე
გასტროლების ამ ეპიზოდში დიმიტრი რჩეულიშვილი მექსიკურ, იაპონურ, ტაილანდურ, იტალიურ და ქართულ კერძებს სინჯავს, თანაც ამ ყველაფერს — ერთ სივრცეში, ამიერკავკასიის პირველ და ყველაზე დიდ კვების მოლში, ბაზარი ორბელიანზე. ამ ეპიზოდში დიმიტრი ბაზარი ორბელიანზე მთელ დღეს ატარებს და საუზმიდან ვახშმამდე ერთ დიდ გასტრომოგზაურობას აწყობს, დღის ბოლოს კი ტერასაზე გასართობადაც გვეპატიჟება. დიმიტრი საუზმისთვის ბლამანჟეს სტუმრობს, სადაც ბენედიქტით,
4 წუთი წასაკითხად
26 ივლ. 2023
თარჯიმანი, რომელიც ქართველ ემიგრანტებს სასამართლოში ეხმარება — მარიტა მაზანიშვილის საქმე და ცხოვრება ნიუ-იორკში
“რამდენიმეთვიანი სერტიფიცირების, ტრენინგების, გამოცდების, შეფასებების და პროცედურული 9-თავიანი დრაკონის დამარცხების შემდეგ, გავხდი ამერიკის საემიგრაციო სასამართლოს სინქრონული თარჯიმანი”, — წერდა ფეისბუქზე მარიტა მაზანიშვილი გასული წლის დეკემბერში. მარიტა 28 წლისაა, თუმცა უკვე მოასწრო, გამხდარიყო სოციალური მუშაკი, ნიუ-იორკის შტატის ლიცენზირებული ნოტარიუსი, საემიგრაციო სასამართლოს თარჯიმანი და ქართული კაფე-საცხობ „ალუბალის“ დამფუძნებელი ნიუ-იორკში. ეს იმიტომ, რომ ძალიან უყვარს სიახლეები, გამოწვევები და
4 წუთი წასაკითხად
26 ივლ. 2023
10 ცნობილი ადამიანი, რომელიც ფულბრაიტის სტიპენდიატი იყო
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამამ, რომელიც 1946 წელს შეიქმნა, ბევრი სტუდენტის ცხოვრება შეცვალა და თავიანთ სფეროში წარმატებულ ადამიანებად აქცია. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ფულბრაიტი აშშ-ის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს მაგისტრატურის საფეხურზე აშშ-ში სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს. გამონაკლისები არც ქართველი სტუდენტები არიან და თუ აშშ-ში სწავლის გაგრძელება შენი ოცნებაა, ფულბრაიტის პროგრამა
3 წუთი წასაკითხად
25 ივლ. 2023
მეცნიერება და სამეცნიერო ფანტასტიკა – დათო სამნიაშვილი TKESHI
15 ივლისს ურბანული ცხოვრებისგან მოშორებით დაიწყო წვეულებების სერია „ტყეში“, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ტყეში იმართება. ეს პროექტი ახალი იდეებისა და შთაგონებების დაბადების აქტიური და მრავალფეროვანი მცდელობაა, რომელიც უკვე მესამე წელია კოჯრის ფიჭვნარის ტერიტორიაზე ხორციელდება. 15 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით დაგეგმილი წვეულებების სერია ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, ძირითადად თანამედროვე ხელოვნება და ტექნოლოგიები წამყვანი თემები. საღამოს ივენთები ტექნოლოგიებისა
2 წუთი წასაკითხად
25 ივლ. 2023
რა უნდა გაითვალისწინო ბინის ყიდვისას — რჩევები ემიგრანტებს
ადამიანები სხვადასხვა მიზეზით ტოვებენ ქვეყანას და ემიგრაციაში მიდიან, თუმცა უმრავლესობის მსგავსად, ალბათ, შენც ერთი მთავარი ოცნება გაქვს: საკუთარი სახლი სამშობლოში. გარდა იმისა, რომ ასეთი შენაძენი გარანტირებული იმედია საქართველოში დაბრუნებისას მშვიდი ცხოვრების, ამასთანავე შეიძლება იყოს მყუდრო საცხოვრებელი ოჯახის წევრებისთვის ან დამატებითი შემოსავალი გაქირავების შემთხვევაში. როგორც ემიგრანტმა, ყველაზე კარგად იცი, რომ ხელშესახები შედეგის მიღებამდე გრძელი და რთული
2 წუთი წასაკითხად
25 ივლ. 2023
5 საბანკო პროდუქტი, რომელიც სტუდენტურ ცხოვრებას გაგიმარტივებს
სტუდენტობა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდია — დრო ახალი რაღაცების სასწავლად, აღმოსაჩენად და გამოსაცდელად. ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ამ პერიოდში უნდა გამოცადო, დამოუკიდებლობაა. თუმცა, დამოუკიდებლად მოქმედებისთვისაც შეიძლება დაგჭირდეს დახმარება. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსებს ეხება. და თუ ასე იქნება, მაშინ საქართველოს ბანკის შენს საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები გვერდით უნდა იგულო, სტუდენტური ბარათიდან გადახდის მოქნილ შესაძლებლობებამდე —