ყველა სიახლე
17452 წუთი წასაკითხად
17 იან. 2022
ჩინურ ფინტექ კომპანიას უკვე 1.3 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს
ჭორები იმის შესახებ, რომ Alibaba-ს ფინტექ დანაყოფის, სახელად Ant Group, აქციები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდებოდა, უკვე წლებია, დადის. ცოტა ხნის წინ ამ შვილობილი ფინტექ კომპანიის შესახებ მეტი დეტალი გახდა ცნობილი. როიტერსმა გასულ თვეს გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფინტექ კომპანია სულ მალე საჯარო შეთავაზებას გააკეთებდა, რომელიც 200 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეფასდა. რადგან საუბარი კერძო კომპანიაზეა, მისი
1 წუთი წასაკითხად
17 იან. 2022
YES ბანკმა WhatsApp--ში AI ბოტით მომსახურება დანერგა
ინდურმა YES ბანკმა 60-მდე სახეობის ფინანსური სერვისის მიწოდება AI ბოტის საშუალებით WhatsApp-შიც დაიწყო. Microsoft Azure-ის კოგნიტიური გამოთვლების საშუალებით, YES-ის საბანკო ციფრულმა ასისტენტმა 10 ათასამდე საბანკო მოთხოვნაზე პასუხის გაცემა ისწავლა. ბოტი ბუნებრივი ენის დამუშავების მექანიზმს, Microsoft Luis (Language Understanding Intelligent Service)-ს იყენებს, რომელიც სასაუბრო ხელოვნურ ინტელექტს მასშტაბურ ფინანსურ ცოდნასთან აერთიანებს, რაც საბანკო ამოცანების შესრულების გამარტივებას ემსახურება.
3 წუთი წასაკითხად
17 იან. 2022
ბიზნეს მაგალითი - სწრაფი გადახდების შექმნა აზროვნების ცვლილების გზით
ციფრული სამომხმარებლო გამოცდილება და თანხის სწრაფი გადარიცხვის შესაძლებლობა ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებაში გვეხმარება, ხოლო COVID-19 სწრაფი გადახდების პოპულარობის ზრდას აჩქარებს. სწრაფი გადახდების დანერგვა ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტად უნდა იქცეს, რაც სხვა ბიზნეს მომხმარებლების საქმიანობასა და მთლიანად გადახდების ეკოსისტემაზეც აისახება. სწრაფი გადახდების სისტემის დანერგვის წარმატებული პრეცედენტის შესაქმნელად კრიტიკულად მნიშვნელოვანია შიდა ორგანიზაციული მხარდაჭერა, რადგან სწრაფი გადახდები
3 წუთი წასაკითხად
17 იან. 2022
შვეიცარიის ღია ბანკინგის მიმოხილვა
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, შეასრულონ PSD2 რეგულაციები, რომლებიც არასაბანკო სფეროში მოღვაწე კომპანიებს საგადასახადო ოპერაციების გასაჯაროებას კონკურენციის გაჯანსაღების მიზნით ავალდებულებს — მსგავსი რეგულაცია შვეიცარიაში არ მოქმედებს. მართალია, ზოგი მიიჩნევს, რომ მთავარი პრინციპებით ნაკარნახევი რეგულაციების არარსებობა და მთავრობის გავლენა მნიშვნელოვნად შეაფერხებს ღია ბანკინგთან ადაპტაციის პროცესს, მაგრამ შვეიცარიის ბანკირთა ასოციაცია ფიქრობს, რომ საბაზრო მიდგომა, რომელიც შვეიცარიამ აირჩია,
4 წუთი წასაკითხად
17 იან. 2022
9 რჩევა ფინტექ კომპანიებისთვის
როცა ვსაუბრობთ ფინანსურ ტექნოლოგიებზე — აქ ნდობა უმნიშვნელოვანესია. თქვენ ისევე არასდროს გაუზიარებდით საკუთარ ფინანსურ მონაცემებს უცნობ ციფრულ აპლიკაციას, როგორც არ ანდობდით საფულეს უცხო პირს. ფინტექ კომპანიების მომხმარებლები ზუსტად ასე ფიქრობენ — სანამ ისინი ფინტექ-სერვისით სარგებლობას დაიწყებენ, მათ სურთ იცოდნენ: შემიძლია თუ არა ვენდო ამ კომპანიას? მაქვს თუ არა იმის გარანტი, რომ ჩემი ფული უსაფრთხოდაა? დაუშვებს
3 წუთი წასაკითხად
17 იან. 2022
პანდემიის დროს ფინანსური აპლიკაციების მოხმარებამ იმატა
Open Up 2020 Challenge-ის კვლევის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში ფინანსური აპლიკაციების მიმართ ნდობა და მათი გამოყენება პანდემიის დაწყების მომენტიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა. კარანტინის დაწესებიდან მოყოლებული მომხმარებელთა 54%-მა ფინანსების მართვის მობილური და ონლაინ სერვისების გამოყენება დაიწყეს. გარდა ამისა, გამოკითხულთა მესამედზე მეტი (36%) აცხადებს, რომ საბანკო ოპერაციებისა და ფინანსების მართვისთვის განკუთვნილი აპლიკაციების გამოყენება მათთვის ძალიან მოსახერხებელია, ხოლო 23% მსგავს
2 წუთი წასაკითხად
17 იან. 2022
ციფრულ პლატფორმებზე მომუშავე ბანკები მეტად წარმატებულნი არიან
ტექნოლოგიური კომპანიების განვითარებისა და კონკურენციის გაძლიერების გამო ტრადიციული საბანკო მოდელი სწრაფად ძველდება. ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციებისთვის სამუშაო გამოცდილების პლატფორმიზაცია ერთადერთ მომგებიან სტრატეგიად იქცა, რომელიც შედეგების მაქსიმალიზაციის, მეტი მოქნილობის და პერსონალიზაციის შესაძლებლობას იძლევა. World Retail Banking Report 2020-ის თანახმად, პლატფორმებზე მომუშავე ბანკების საოპერაციო მოგება, საბაზრო ღირებულება და მდგრადი ზრდის მაჩვენებლები, ტრადიციულ ბანკებთან შედარებით, გაორმაგდება. Capgemini-მ მსოფლიო
1 წუთი წასაკითხად
17 იან. 2022
მასტერქარდი უკონტაქტო შოპინგის ხელშეწყობას იწყებს
რადგან ბიზნესს პანდემიის შედეგად სახეცვლილ გარემოსთან ადაპტირება უწევს, მასტერქარდმა ამ ამოცანის გასამარტივებლად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უკონტაქტო შოპინგის ტექნოლოგია წარმოადგინა. მასტერქარდი, Accel Robotics-თან თანამშრომლობით, უკონტაქტო შოპინგის უზრუნველსაყოფად კომპიუტერული ხედვისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს იყენებს. ეს სერვისი პლატფორმა Shop Anywhere-ზე იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნული პლატფორმა, მიღებული ანალიტიკური მონაცემების გამოყენებით, ხელს უწყობს მომხმარებლის მაღაზიაში ყოფნის დროისა და სხვა ადამიანებთან
3 წუთი წასაკითხად
17 იან. 2022
7 ნაბიჯი ბანკის წარმატებული ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისთვის
ეჭვგარეშეა, რომ ძირითადმა საბანკო ოპერაციებმა ფინანსურ სექტორში რევოლუცია მოახდინა, რამაც ბანკებს ფილიალების ქსელში ინფორმაციის სწრაფი მიმოცვლის საშუალება მისცა. ამისდა მიუხედავად, ნახევარსაუკუნოვანი ისტორია სრულდება და ფინანსური დაწესებულებები მოძველებულ საბანკო სისტემებს თანამედროვე და უფრო ეფექტიანი პლატფორმებით ანაცვლებენ. ამ ტრანსფორმაციის მთავარი მიზანი ხარჯების შემცირებაში, შიდა ეფექტიანობის გაზრდასა და მომხმარებლების მხრიდან ახალ პროდუქტებსა და სერვისებზე მოთხოვნილების სწრაფი დაკმაყოფილების უნარის
1 წუთი წასაკითხად
17 იან. 2022
საქართველოს ბანკმა პირველი ფინტექ ჰაკათონი ჩაატარა
14-16 სექტემბერს, საქარათველოს ბანკის ორგანიზებით ფინტექ ჰაკათონი ჩატარდა. ჰაკათონში სულ 19 გუნდი მონაწილეობდა, რომლებმაც 48 საათის განმავლობაში შექმნეს საკუთარი იდეების მუშა პროტოტიპები და წარადგინეს პრეზენტაციები ჟიურის წინაშე. ჰაკათონის თემატიკა იყო შეზღუდული, გუნდების ამოცანა იყო შეექმნათ პროექტები გადახდების მიმართულებით როგორც ვებ ისე მობაილ პლატფორმებზე. მათი მთავარი ამოცანა კი დემო ვერსიების წარდგენა იყო. ჟიურიმ შეარჩია სამი საუკეთესო
1 წუთი წასაკითხად
17 იან. 2022
საჯარო ლექციები უნივერსიტეტებში
BOG Fintech თბილისის უნივესიტეტებში საჯარო ლექციების სერიებს იწყებს. უფრო კონკრეტულად, ლექციები ელექტრონული საბანკო მომსახურების სფეროში არსებული მსოფლიო ტრენდებისა და ამ სფეროში ინოვაციების დანერგვის თემატიკაზე გაიმართება. შეხვედრების სერიის დაწყების მიზანს წარმოადგენს ფინტექ სფეროს შესახებ ცნობადობის გაზრდა. პირველი შეხვედრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა. სტუდენტებს შეხვედრაზე ელექტრონული საბანკო ინოვაციების სპეციალისტებმა გააცნეს თუ რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგანან