Logo
ბლოგი

ყველა სიახლე

1745
Time icon

2 წუთი წასაკითხად

17 იან. 2022

ფინანსური ფიტნესი და მობილური ბანკინგი COVID-19-ის პანდემიის დროს

COVID-19-ით გამოწვეული პანდემია მომხმარებლებს ციფრული არხების გამოყენებისკენ უბიძგებს. აქედან გამომდინარე, Meniga-ს ანგარიშის მიხედვით, ბანკებმა ახლა, როგორც არასდროს, მაქსიმალურად სწრაფად უნდა უზრუნველყონ საკუთარი ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია, რათა მომხმარებლებმა მეტად დამოუკიდებლად შეძლონ ფინანსური მომსახურების მიღება. სტატიაში, სათაურით ფინანსური ფიტნესი COVID-19-ის შემდგომი ეკონომიკის პირობებში, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი ისლანდიური კომპანია განმარტავს, რომ COVID-19 განაგრძნობს ადამიანების ქცევის ცვლილებას და აქვე

Time icon

5 წუთი წასაკითხად

17 იან. 2022

5 გაკვეთილი სტარტაპის განსავითარებლად — ინტერვიუ თამაზ გეორგაძესთან

ფინანსური მომსახურების ინოვაციური ონლაინ კომპანიის შექმნა საერთაშორისო ბაზარზე — მათ შორის, ევროკავშირში, სადაც საზღვრები არაა — არცთუ ისე მარტივი ამოცანაა. სხვადასხვა ეროვნულ ბაზარზე კონკურენციის გასაწევად აუცილებელია თანამშრომლობა, სწორი ხედვა და ისეთი სამუშაო კულტურის ჩამოყალიბება, რომელიც ანტერპრენერულ სულისკვეთებას გააღვივებს და ნიჭიერი ადამიანების მოზიდვასა და შენარჩუნებაში დაგვეხმარება. თამაზ გეორგაძე, პირველი ევროპული სადეპოზიტო ბაზრის, Raisin-ის გენერალური დირექტორი და

Time icon

2 წუთი წასაკითხად

17 იან. 2022

ჩინურ ფინტექ კომპანიას უკვე 1.3 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს

ჭორები იმის შესახებ, რომ Alibaba-ს ფინტექ დანაყოფის, სახელად Ant Group, აქციები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდებოდა, უკვე წლებია, დადის. ცოტა ხნის წინ ამ შვილობილი ფინტექ კომპანიის შესახებ მეტი დეტალი გახდა ცნობილი. როიტერსმა გასულ თვეს გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფინტექ კომპანია სულ მალე საჯარო შეთავაზებას გააკეთებდა, რომელიც 200 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეფასდა. რადგან საუბარი კერძო კომპანიაზეა, მისი

Time icon

1 წუთი წასაკითხად

17 იან. 2022

YES ბანკმა WhatsApp--ში AI ბოტით მომსახურება დანერგა

ინდურმა YES ბანკმა 60-მდე სახეობის ფინანსური სერვისის მიწოდება AI ბოტის საშუალებით WhatsApp-შიც დაიწყო. Microsoft Azure-ის კოგნიტიური გამოთვლების საშუალებით, YES-ის საბანკო ციფრულმა ასისტენტმა 10 ათასამდე საბანკო მოთხოვნაზე პასუხის გაცემა ისწავლა. ბოტი ბუნებრივი ენის დამუშავების მექანიზმს, Microsoft Luis (Language Understanding Intelligent Service)-ს იყენებს, რომელიც სასაუბრო ხელოვნურ ინტელექტს მასშტაბურ ფინანსურ ცოდნასთან აერთიანებს, რაც საბანკო ამოცანების შესრულების გამარტივებას ემსახურება.

Time icon

3 წუთი წასაკითხად

17 იან. 2022

ბიზნეს მაგალითი - სწრაფი გადახდების შექმნა აზროვნების ცვლილების გზით

ციფრული სამომხმარებლო გამოცდილება და თანხის სწრაფი გადარიცხვის შესაძლებლობა ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებაში გვეხმარება, ხოლო COVID-19 სწრაფი გადახდების პოპულარობის ზრდას აჩქარებს. სწრაფი გადახდების დანერგვა ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტად უნდა იქცეს, რაც სხვა ბიზნეს მომხმარებლების საქმიანობასა და მთლიანად გადახდების ეკოსისტემაზეც აისახება. სწრაფი გადახდების სისტემის დანერგვის წარმატებული პრეცედენტის შესაქმნელად კრიტიკულად მნიშვნელოვანია შიდა ორგანიზაციული მხარდაჭერა, რადგან სწრაფი გადახდები

Time icon

3 წუთი წასაკითხად

17 იან. 2022

შვეიცარიის ღია ბანკინგის მიმოხილვა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, შეასრულონ PSD2 რეგულაციები, რომლებიც არასაბანკო სფეროში მოღვაწე კომპანიებს საგადასახადო ოპერაციების გასაჯაროებას კონკურენციის გაჯანსაღების მიზნით ავალდებულებს — მსგავსი რეგულაცია შვეიცარიაში არ მოქმედებს. მართალია, ზოგი მიიჩნევს, რომ მთავარი პრინციპებით ნაკარნახევი რეგულაციების არარსებობა და მთავრობის გავლენა მნიშვნელოვნად შეაფერხებს ღია ბანკინგთან ადაპტაციის პროცესს, მაგრამ შვეიცარიის ბანკირთა ასოციაცია ფიქრობს, რომ საბაზრო მიდგომა, რომელიც შვეიცარიამ აირჩია,

Time icon

4 წუთი წასაკითხად

17 იან. 2022

9 რჩევა ფინტექ კომპანიებისთვის

როცა ვსაუბრობთ ფინანსურ ტექნოლოგიებზე — აქ ნდობა უმნიშვნელოვანესია. თქვენ ისევე არასდროს გაუზიარებდით საკუთარ ფინანსურ მონაცემებს უცნობ ციფრულ აპლიკაციას, როგორც არ ანდობდით საფულეს უცხო პირს. ფინტექ კომპანიების მომხმარებლები ზუსტად ასე ფიქრობენ — სანამ ისინი ფინტექ-სერვისით სარგებლობას დაიწყებენ, მათ სურთ იცოდნენ: შემიძლია თუ არა ვენდო ამ კომპანიას? მაქვს თუ არა იმის გარანტი, რომ ჩემი ფული უსაფრთხოდაა? დაუშვებს

Time icon

3 წუთი წასაკითხად

17 იან. 2022

პანდემიის დროს ფინანსური აპლიკაციების მოხმარებამ იმატა

Open Up 2020 Challenge-ის კვლევის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში ფინანსური აპლიკაციების მიმართ ნდობა და მათი გამოყენება პანდემიის დაწყების მომენტიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა. კარანტინის დაწესებიდან მოყოლებული მომხმარებელთა 54%-მა ფინანსების მართვის მობილური და ონლაინ სერვისების გამოყენება დაიწყეს. გარდა ამისა, გამოკითხულთა მესამედზე მეტი (36%) აცხადებს, რომ საბანკო ოპერაციებისა და ფინანსების მართვისთვის განკუთვნილი აპლიკაციების გამოყენება მათთვის ძალიან მოსახერხებელია, ხოლო 23% მსგავს

Time icon

2 წუთი წასაკითხად

17 იან. 2022

ციფრულ პლატფორმებზე მომუშავე ბანკები მეტად წარმატებულნი არიან

ტექნოლოგიური კომპანიების განვითარებისა და კონკურენციის გაძლიერების გამო ტრადიციული საბანკო მოდელი სწრაფად ძველდება. ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციებისთვის სამუშაო გამოცდილების პლატფორმიზაცია ერთადერთ მომგებიან სტრატეგიად იქცა, რომელიც შედეგების მაქსიმალიზაციის, მეტი მოქნილობის და პერსონალიზაციის შესაძლებლობას იძლევა. World Retail Banking Report 2020-ის თანახმად, პლატფორმებზე მომუშავე ბანკების საოპერაციო მოგება, საბაზრო ღირებულება და მდგრადი ზრდის მაჩვენებლები, ტრადიციულ ბანკებთან შედარებით, გაორმაგდება. Capgemini-მ მსოფლიო

Time icon

1 წუთი წასაკითხად

17 იან. 2022

მასტერქარდი უკონტაქტო შოპინგის ხელშეწყობას იწყებს

რადგან ბიზნესს პანდემიის შედეგად სახეცვლილ გარემოსთან ადაპტირება უწევს, მასტერქარდმა ამ ამოცანის გასამარტივებლად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უკონტაქტო შოპინგის ტექნოლოგია წარმოადგინა. მასტერქარდი, Accel Robotics-თან თანამშრომლობით, უკონტაქტო შოპინგის უზრუნველსაყოფად კომპიუტერული ხედვისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს იყენებს. ეს სერვისი პლატფორმა Shop Anywhere-ზე იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნული პლატფორმა, მიღებული ანალიტიკური მონაცემების გამოყენებით, ხელს უწყობს მომხმარებლის მაღაზიაში ყოფნის დროისა და სხვა ადამიანებთან