Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

როგორ ვმართოთ გუნდი დისტანციურად

22 აპრ. 2020

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში 24 აპრილს გიწვევთ მორიგ ვებინარზე ზუმში, რომელსაც BDO Georgia-ს წარმომადგენელი  ირმა ბერძენიშვილი გაუძღვება.
 
შეხვედრაზე თქვენთან ერთად მიმოვიხილავთ შემდეგ თემებს:
  • დისტანციური გუნდების მართვის გამოწვევები
  • ლინისა და ეჯაილის ის ინსტრუმენტები, რომლებიც მიმართულია დისტანციური გუნდების გამოწვევების გასამკლავებლად
  • როგორ გავზარდოთ თანამშრომელთა ჩართულობა და პროდუქტიულობა
  • კომუნიკაციის პლატფორმები, რომლებსაც გამოიყენებთ ლინისა და ეჯაილის ინსტრუმენტების ეფექტურ რეალიზაციაში და სხვ.
შემოგვიერთდით! დასვით კითხვები და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, რათა შეხვედრა კიდევ უფრო პროდუქტიული და საინტერესო გახდეს.
 
ერთად და ერთმანეთის მხარდაჭერით ჩვენ არ ვაჩერებთ საქართველოს!
 
ვებინარის დეტალები
თარიღი: 24 აპრილი
დრო: 16:00 სთ
შეხვედრის ადგილი: ზუმი
 
რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში ღონისძიებამდე 2-3 საათით ადრე ჩვენ გამოგიგზავნით ზუმის ბმულს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ვებინარზე ონლაინდასწრებას.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს